ლოპოტა სპა რეზორტმა კერამიკის საერთაშორისო სიმპოზიუმს “Bird of Paradise 2024”-ს უმასპინძლა.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა არტისტებმა, 2-კვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ, ადგილზე შექმნილი ნაკეთობები წარმოადგინეს.
თითოეულმა ნამუშევარმა ლოპოტაზე თავისი უნიკალური ადგილი დაიკავა.
ლოპოტას სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ თვალი ედევნებიბათ ნამუშევრების შექმნის პროცესისთვის, ასევე მათთვის მოეწყობა ვორქშოფები და მასტერკლასები.
2024 წლის სიმპოზიუმზე მოწვეული არტისტები:
Claude Aussage – საფრანგეთი
Elizabeth Le Retif – საფრანგეთი
Julia Repina – გერმანია
Reinhard Keitel – გერმანია
Douglas Black – ამერიკა
Mamie Yamamoto – იაპონია
Ruth Hazi – ისრაელი
Sayumporn Kasornsuwan -ტაილანდი
Elina Titane – ლატვია
Delia Maxim – რუმინეთი
Radenko Orovic – სერბეთი
ნატო ერისთავი – საქართველო
ოთარ ვეფხვაძე – საქართველო
მალხაზ შველიძე – საქართველო
Bird of Paradise- ის მიზანია დააკავშიროს ხელოვნების ამ დარგით დაინტერესებული არტისტები, დამთვალიერებლებს კი უმასპინძლოს მათ თვალწინ ნამუშევრების შექმნის საინტერესო პროცესით.
ლოპოტას ტბასთან კერამიკული ნამუშევრების შექმნის იდეა ჯერ კიდევ წლების წინ, რეზორტის დამფუძნებელს – გოგა მაისურაძეს ეკუთვნოდა, 2022 წელს გამართული პირველი სიმპოზიუმი სწორედ მის ხსოვნას მიეძღვნა.
საბაღო-საპარკო კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიკანი • Likaniმხარდაჭერით, ლოპოტა სპა რეზორტის და კრეატიული კერამიკული სტუდიის WHITE Studio-ს ორგანიზებით ჩატარდა.
.
.