სპა & ველნესი

ლოპოტას ბიომრავალფეროვნება, გამაჯანსაღებელი ობიექტების სიმრავლე - სხეულისა და გონების განსატვირთად უნიკალური პროცედურების აღმოჩენას გპირდებათ . ყოველდღიური დაძაბული რიტმისგან დასვენებისათვის შეგიძლიათ შეარჩიოთ მთის ფერთდბზე განთავსებული ტყის სპა უმაღლესი ხარისხის პროცედურებით, სლავური აბანო, ღია თუ დახურული აუზი, საუნა და ფინტეს დარბაზი - ეწვიეთ, განიტვირთეთ და მიიღეთ სიამოვნება.

ლოპოტას ტყის სპა

ეკოთერაპია ტბისპირა ფერდობზე – სიმწვანეში ჩაფლული ლოპოტას ტყის სპა პანორამული ხედებით საოცნებო ადგილია მათთვის, ვინც სხეულისა და გონების განსატვირთად ეძებს ადგილს, ყოველდღიური დაძაბული რიტმისგან დასვენება და სიმშვიდის მოპოვება სურს. აქ დაგხვდებათ მრავაფეროვანი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურები.

სლავური აბანო

ეწვიეთ ჩვენს სლავურ აბანოს – აქ განტვირთვისთვის და თერაპიისთვის სასიამოვნო და მყუდრო გარემო დაგხვდებათ. მუხის ტოტებით ჩატარებული თერმული პროცედურა წმენდს და აჯანსაღებს კანს, სლავური აბანოს პროცედურები ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

ღია საცურაო აუზები

თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის ყველა კორპუსთან ახლოს განთავსებული გვაქვს ღია საცურაო აუზი. რეზორტი გთავაზობთ 7 დიდ ღია საცურაო აუზს, რომელთაგან 2 აღჭურვილია ბავშვთა ზონებით. მიირთვით ჩვენი გამაგრილებელი კოქტეილები, გაირუჯეთ და ეწვიეთ ჩვენს აუზისპირა ბუნგალოებს გემრიელად წასახემსებლად. ღია აუზები ფუნქციონირებს სეზონზე. 

დახურული საცურაო აუზი

გრილ ამინდში, ჩვენი დახურული პანორამული აუზი იდეალური ადგილია რელაქსაციისთვის. მზის სხივებით სავსე სივრცე გამოირჩევა მშვიდი გარემოთი, აქვეა ფინური საუნა და ფიტნეს ცენტრი. ღიაა ოქტომბრიდან – ივნისამდე.

საუნა

ეწვიეთ ჩვენს საუნას განტვირთვისა და გაჯანსაღებისთვის – ორთქლი ამსუბუქებს სტრესს, ასუფთავებს კანს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და წონის კლებას, ამშვიდებს სახსრებს და აუმჯობესებს ძილს. ღიაა ოქტომბრიდან – ივნისამდე

ფიტნეს ცენტრი

ჩვენი რეზორტი, სწორედ ის ადგილია, სადაც  თან ისვენებთ, თან კი შესაძლებლობა გაქვთ  ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვათ – იზრუნე საკუთარ სხეულზე, ეწვიე ჩვენს თანამედროვედაღჭურვილ ფიტნეს ცენტრს.