ხელთქმნილი მასპინძლობისთვის



ჩვენ შესახებ
ლოპოტა სპა რეზორტი, შუაგულ კახეთში ტბის გარშემოა გაშენებული და კავკასიონის ქედებითაა გარშემორტყმული.დედაქალაქიდან 2 საათის სავალზე, 60 ჰექტარზე განლაგებული რეზორტი სტუმრებს ოთხი სეზონის მანძილზე განსხვავებულ შთაბეჭდილებებს სთავაზობს. საგულდაგულოდ ნარჩევი დეტალებით გამორჩეული გარემოში გულწრფელ ზრუნვას გრძნობთ.
ოთახები და სუიტები
ლოპოტა სპა რეზორტის სტუმრებისთვის – ჯამში 231 ოთახი ტბის პირას განლაგებულ 15 შენობაში მდებარეობს. ფართო, ნათელი, კომფორტული, დახვეწილი დიზაინის მქონე ყველა ოთახს ღია აივანი ახლავს, შთამბეჭდავი ხედები იშლება. ჩვენს აივანზე დილის სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა ჭიქა ჩაით ან ყავით ხელში დღის პოზიტიური და სასიამოვნო დასაწყისია. ჩვენს ოთახებში ყველა დეტალი საგულდაგულოდაა შერჩეული, რათა თავი კომფორტულად იგრძნოთ.






შატო ბუერა & მეღვინეობა
შატო ბუერა გამორჩეული ადგილია ღვინის მოყვარულთათვის – მეღვინეობით, ვენახებით, რენესანსის სტილის სასახლით და დახვეწილი რესტორნით. აქ ერთმანეთს ერწყმის თანამედროვეობა და ღვინის უძველესი ტრადიციები.
სპა & ველნესი
ლოპოტას ბიომრავალფეროვნება, გამაჯანსაღებელი ობიექტების სიმრავლე – სხეულისა და გონების განსატვირთად უნიკალური პროცედურების აღმოჩენას გპირდებათ .






ხელოვნების დონემდე აყვანილი კულინარია, მრავალფეროვანი არჩევანი. გმასპინძლობთ სხვადასხვა სივრცეში – ქართული ტრადიციული, საერთაშორისო და თანამედროვე სამზარეულოს კერძების დასაგემოვნებლად.

ჩვენ ვზრუნავთ, რათა დასვენებასთან ერთად მრავალფეროვანი თავგადასავლები მოგიწყოთ.
არჩევანი იმდენად ფართოა, რომ ნებისმიერი ინტერესის სტუმრისთვის მოიძებნება სასურველი ტური თუ აქტივობა.

ლოპოტა სპა რეზორტი საქმიანი შეხვედრებისა და კონფერენციების მოსაწყობად გთავაზობთ სხვადასხვა ტევადობის, კომფორტულ, დახვეწილ, საჭირო ტექნიკით აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეებს.

წვეულებები

შეთავაზებები
გალერეა
ოთხი სეზონის შთაბეჭდილებები
სტატიები
ლოპოტაზე ახალი კერამიკული ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არტისტებმა შექმნეს
- Posted by admin
საბაღო-საპარკო კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმი `„Bird of Paradise“
- Posted by admin
Lopota Cup 2022 – ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
- Posted by admin
როგორ მოხვდე ლოპოტა სპა რეზორტზე
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან
ტაქსით / მანქანით:
დაახლოებით 2 საათის მანძილზე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
ტაქსით / მანქანით:
დაახლოებით 5,5 საათის მანძილზე
გთავაზობთ ტრანსფერის მომსახურებას, წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე. მანქანის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდით სასტუმროს.
ტაქსით / მანქანით:
დაახლოებით 2,5 საათის მანძილზე
გთავაზობთ ტრანსფერის მომსახურებას, წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე. მანქანის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდით სასტუმროს.
