ჯანსაღი ცხოვრების წესი

LOPOTA CUP 2023-ზე რეგისტრაცია დაიწყო

19-22 ოქტომბერს ლოპოტა სპა რეზორტი ჩოგბურთის მოყვარულებისთვის პოპულარულ ტურნირს LOPOTA CUP 2023-ს უმასპინძლებს.
რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 8 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ტურნირი ჩატარდება როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში, ქალთა და მამაკაცთა შორის:
1. მამაკაცთა შორის ერთეულთა თანრიგში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ სამოყვარულო დონეზე მოთამაშე პირებს. იხ. სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/qwwwSB1aDhG3cs1z7
2. ქალთა შორის ერთეულთა თანრიგში თამაშები გაიმართება A და B კატეგორიაში
A: ვეტარანი ჩოგბურთელებისთვის. იხ. სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/91WV5uTyEgRtUSrx8
B: სამოყვარულო დონეზე მოთამაშე პირებისთვის. იხ. სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/1SfHsNbAZV3YawHq7
3. წყვილთა თანრიგში ითამაშებს როგორც ქალები ასევე მამაკაცები და თამაშები გაიმართება Pro-Am პრინციპით (წყვილში 1 პროფესიონალი, 1 კი სამოყვარულო დონეზე მოთამაშე) . იხ. სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/CY96keEemx37Z2wi7
საწევროს ღირებულება  ერთეულთა თანრიგში  – 1 მონაწილეზე- შეადგენს 200 ლარს, ხოლო წყვილთა თანრიგში –  წყვილზე ჯამში – 200 ლარს.
*თამაშები გაიმართება ოლიმპიური სისტემით – 2 სრული სეტი და სუპერ ტაიბრეიკი.
LOPOTA CUP 2023-ს სამოყვარულო ტურნირებს შორის ყველაზე დიდი საპრიზო ფონდი აქვს – 30 000 ლარი.
ტურნირი წლების წინ, ლოპოტას დამფუძნებლის გოგა მაისურაძის ინიციატივით დაარსდა და ყოველწლიურ ხასიათს ატარებდა. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ 2022 წელს ლოპოტამ ტურნირს ახალ, პროფესიონალურ დონეზე მოწყობილ ჩოგბურთის კორტებზე უმასპინძლა.
► LOPOTA CUP 2023-ის ტურნირის გენერალური სპონსორები არიან: ვიარ ჰოლდინგი და სარაჯიშვილი
► ტურნირის სპონსორები არიან: წყალი ბაკურიანი, პორშე ცენტრი თბილისი, World Class Georgia ,  შატო ბუერა
► ტურნირის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: Forbes Georgia,  Georgia Today,  რუსთავი 2 , პალიტრამედია ჰოლდინგი, ჟურნალი Lifestyle Art.