თავგადასავლები
ახალი გამოცდილებისა და შეგრძენების შესაძენად ლოპოტას სათავგადასავლო ცენტრი გთავაზობთ სხვადასხვა ტურსა და აქტივობას

საცხენოსნო ტურები

აივსეთ სიმშვიდითა და ბედნიერებით ჩვენს ულამაზეს ბუნებაში ცხენზე ჯირითით. გთავაზობთ სხვადასხვა ხანგრძლივობის და სირთულის საჯირითე მარშრუტს, როგორც კომპლექსის ტერიტორიაზე, ისე მის მიღმა. დატკბით ალაზნის ველის ხედებით ცხენით სეირნობისას.

კვადრო ტურები

კვადრო ტურები ერთდროულად მოიცავს ექსტრემს, კახეთის მომაჯადოებელი პეიზაჟების დათვალიერებას და ისტორიული ღირსშესანიშნაობების შესწავლას, რაც მართლაც დასამახსოვრებელი თავგადასავალია. შეიგრძენით ადრენალინის მოზღვავება და შეისწავლეთ ლოპოტას მიმდებარე ტერიტორია.

თევზაობა

ლოპოტას ტბა წყალსატევისთვის დამახასიათებელი, მდიდარი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა: აქ სახლობს კობრის, ზუთხის, ლოქოსა და სხვა მრავალი ჯიშის თევზი. აიღეთ ანკესი სათავგადასავლო ცენტრში და ტბისპირა ჯიხურებს მიაშურეთ, ან წყლის ველოსიპედიდან დატკბით თევზაობით.

ველოსიპედით სეირნობა

ჩვენთან იმდენი რამ არის სანახავი, რომ ველოსიპედით სეირნობა სასიამოვნო და განწყობის ასამაღლებელ პროცესთან ერთად, თავგადასავალიც კი არის.
ჩაუყევით ტბისპირა ბილიკებს, განაგრძეთ გზა ყვავილების და ბალახების სურნელებით გაჯერებული ველებისკენ, შემოუარეთ ვენახებს და ჩაუქროლეთ საჯინიბოს წინ აღმართლი წაბლის ხეების რიგს.
ვერაფერი შეედრება მზის ჩასვლისას ოქროსფერ სხივებში სეირნობას.

წყლის ველოსიპედები

ტბა ჩვენი რეზორტის უნიკალური და მთავარი ნაწილია - წყლის ველოსიპედით შეგიძლიათ აღმოჩნდეთ ტბის შუაგულში, დატკბეთ თვალწარმტაცი ხედებით, აივსოთ მზის სითბოთი, განიტვირთოთ ჩიტების ჭიკჭიკის და წყლის დამამშვიდებელი ეფექტით. შეგიძლიათ ტბაზე მცხოვრები ჩვენი საყვარელი ფრინველებიც კი გამოკვებოთ, გადაიღოთ დასამახსოვრებელი კადრები.

ღვინის ტურები

შატო ბუერაში მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს თანამედორვეობაში ვაცოცხლებთ - გთავაზობთ, ჩვენი ტურების საშუალებით თავად გაეცნოთ ღვინის დამზადების მრავალწლიან, უნიკალურ მეთოდს და დააგემოვნოთ ღვინო პროფესიონალ სომელიესთან ერთად.

ჩოგბურთის კორტები

კავკასიონის მთებით გარშემორტყმულ კორტებზე ჩოგბურთის თამაშს გამორჩეული ხიბლი აქვს. ჰარდის ტიპის საფარი იდეალურია ნებისმიერი მოთამაშისთვის - როგორც პროფესიონალებისთვის, ისე მოყვარულთათვის. გვეწვიეთ და დაისვენეთ აქტიურად სრულად უზრუნველყოფილ სივრცეში.

მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები

შეუთავსე ერთმანეთს დასვენება და აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების წესი. ფეხბურთის და კალათბურთის ღია მინი-მოედნები სუფთა ჰაერზე - გუნდური სპორტით დაკავების საუკეთესო შესაძლებლობას გაძლევთ.

საბავშვო გასართობი ოთახი

ჩვენი მასპინძლობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია - შეგიქმნათ მაქსიმალური კომფორტი ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას. ლოპოტას საბავშვო კლუბის ღია თუ დახურული სივრცეები სავსეა კაშკაშა ფერებით, სათამაშო ატრაქციებით და ეკო-მეგობრული სათამაშოებით. პატარებს უყვართ აქაურობა.

ლაშქრობა

მოიწყვეთ თავგადასავალი და კიდევ უფრო დაუახლოვდით ველურ ბუნებას ჩვენი ლაშქრობის ტურების საშუალებით. გამოიკვლიეთ საფეხმავლო ბილიკები და აივსეთ შთაბეჭდილებებით. მოიარეთ მრავალფეროვანი ხეებითა და მცენარეებით სავსე ტყე, მთიდან გადმოხედეთ ალაზნის ველის ულამაზეს ბუნებას და ჩაისუნთქეთ ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი, გზად დაათვალიერეთ ისტორიული ღირშესანიშნაობები.
გვაქვს ტურები როგორც დამწყები, ისე გამოცდილი და ექსტრემის მოყვარული მოლაშქრეებისთვის.

 

საექსპედიციო ტურები

ისტორიის, კულტურისა და ბუნების მოყვარულებისთვის აღმოსავლეთ საქართველოში უამრავი საინტერესო გამოცდილების მიღებაა შესაძლებელი. ჩვენი საექსპედიციო ტურები მოსანახულებელი ადგილების შთამბეჭდავ ნუსხას გთავაზობთ.

საჰაერო ტურები

გადახედეთ კახეთს ციდან და გამოსცადეთ სუნთქვისშემკვრელი საჰაერო ტურები. თუშეთის ალპური მდელოებისკენ ვერტმფრენით მოგზაურობა თუ ალაზნის ველისაკენ საჰაერო ბურთით გაადაადგილება - ჩვენი თავგადასავლები ეიფორიას მოგგვრით.
ასევე, შეგვიძლია შემოგთავაზოთ კურორტის ტერიტორიის ნახევარსაათიანი საჰაერო ექსკურსია.
*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საჰაერო ტურები დამოკიდებულია ამინდზე

ხელოვნური ყინულის მოედანი

ხელოვნური ყინულის მოედანი, ლოპოტაზე თავგადასავალს კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის. ის განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა საყვარელი ლოკაცია.