შატო ბუერა და მეღვინეობა

შატო ბუერა გამორჩეული ადგილია ღვინის მოყვარულთათვის - მეღვინეობით, ვენახებით, რენესანსის სტილის სასახლით და დახვეწილი რესტორნით. აქ ერთმანეთს ერწყმის თანამედროვეობა და ღვინის უძველესი ტრადიციები. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ადგილზე წარმოებული უმაღლესი ხარისხის ღვინო, დაათვალიერონ ღვინის მარანი და მოისმინონ საინტერესო ისტორიებისა და ფაქტების შესახებ, გასინჯონ ღვინოზე მორგებული კერძები და დატკბნენ კავკასიონის თვალისმომჭრელი ხედებით. აღსანიშნავია, რომ შატო ბუერას ღია თუ დახურული სივრცეები საშუალებას გაძლევთ აღნიშნოთ მნიშვნელოვანი თარიღები ან გამართოთ ღონისძიებები. ჩვენი უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოების საფუძველს კარგად მოვლილი ვენახები ქმნის. ნაფარეულის მიკროზონაში მდებარე შატო ბუერას ვენახები ჩრდილოეთის ფერდობის ალუვიურ, კლდოვან ნიადაგზეა განლაგებული. შატო ბუერას მეღვინეობის ფილოსოფია, ბუნების შენარჩუნებას, ნიადაგის პატივისცემასა და ადამიანისა და მიწის სიმბიოტურ ურთიერთობას ეფუძნება.

Chateau Buera 9 (8)

შატო ბუერას სივრცეები

Play Video
Play Video