ხელოვნება

საბაღო-საპარკო კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმი `„Bird of Paradise“

ლოპოტა სპა რეზორტის და კრეატიული კერამიკული სტუდიის WHITE Studio ორგანიზებით საქართველოში პირველი საბაღო-საპარკო კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმი `„Bird of Paradise“ ჩატარდა. სიმპოზიუმი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და 2023 წელსაც გაიმართება.
ქართველი და უცხოელი საუკეთესო არტისტების მიერ შექმნილმა ქანდაკებებმა ლოპოტა სპა რეზორტის ტერიტორიაზე საკუთარი ავთენტური ადგილი დაიკავა.
კერამიკული ქანდაკებებით რეზორტის გაფორმების იდეა ჯერ კიდევ წლების წინ გაჩნდა, ეს ლოპოტა სპა რეზორტის დამფუძნებლის – გოგა მაისურაძის დიდი სურვილი იყო და პირველი სიმპოზიუმი სწორედ მის ხსოვნას ეძღვნება.
სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო: 9 მხატვარმა:
· ჯენი მენდესი (აშშ)
· მაგედ ზაკი ჰასანი (ეგვიპტე)
· ტინა კალუსტე (ესტონეთი)
· ოჯუნა ბატბაჯარა (ლატვია)
· ოთარ ვეფხვაძე (საქართველო)
· ლალი ქუთათელაძე (საქართველო)
· მალხაზ შველიძე (საქართველო)
· ნატო ერისთავი (საქართველო)
· გიორგი კირვალიძე (საქართველო)