შატო ბუერას რესტორანი

შატო ბუერას რესტორნის მომხიბლავი შიდა სივრცე იდეალური ადგილია, როგორც წვეულებებისთვის, ისე მყუდრო სადილებისთვის. დახვეწილი ღვინო იდეალურად ერწყმის უგემრიელეს კერძებს. ცოცხალი მუსიკის თანხლებით ულამაზეს გარემოში შეძლებთ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

შატო ბუერას ტერასა

შატო ბუერას ტერასაზე დახვეწილი ღვინისა და უგემრიელესი კერძების დაგემოვნებისას შეძლებთ დატკბეთ კავკასიონის ქედზე მზის ჩასვლის შთამბეჭდავი ხედებით.

შატო ბუერას ლაუნჯი

შატო ბუერას ლაუნჯი დამატებითი მყუდრო და ელეგანტური ადგილია - კომფორტული, იზოლირებული მცირე შეკრებებისთვის - ბარით, ტერასით და პანორამული ხედებით. აქვეა სპეციალური სივრცე, რომელიც თავისი ინტერიერითა და სიმყუდროვით საუკეთესო არჩევანია ღვინის ვორქშოფებისთვის და შესაბამისი მიმართულების ლექციებისთვის.