სტანდარტული ღვინის ტური
ღვინის ტური მოიცავს შატო ბუერას სამგანყოფილებიანი მარნის დათვალიერებას , თითოეულ განყოფილებაში მიმდინარეობს განსხვავებული პროცესი და მზადდება სხვადასხვა ტიპის ღვინო, სწორედ ამ პროცესების ნახვას შეძლებთ ღვინის ტურის მიმდინარეობისას , რომელსაც წაუძღვება სომელიე. ღვინის ტურის მსვლელობისას მიიღებთ ინფორმაციას შემდეგ თემებზე: ტრადიციული ქართული ტექნოლოგიის 8000-წლიანი ისტორია, შატო ბუერას შექმნის ისტორია , კლასიკური და ტრადიციული ღვინოები, ცქრიალა ღვინის დამზადების ბოთლირებული მეთოდი (méthode champenoise), ფრანგულ მუხის კასრებში ღვინის დავარგება.
თქვენ ასევე შესაძლებლობა გაქვთ გაისეირნოთ შატო ბუერას ვენახებში, აღმოაჩინოთ ქართული ვაზის ენდემური ჯიშები და ვენახშივე დააგემოვნოთ ადგილობრივი წარმოების უმაღლესი ხარისხის ღვინო.
დეგუსტაცია
სტუმარი ირჩევს ჩამოთვლილი ღვინოებიდან 4 სახეობას:
(რეკომენდაცია: 2 ქვევრის ღვინო / 2 წითელი ღვინო)
>რქაწითელი კლასიკური 2022 (თეთრი მშრალი)
>ქარვისფერი ქვევრის ღვინო 2020 (რქაწითელი, ქისი, მწვანე)
>საფერავი 2021 (წითელი ნახევრადტკბილი)
>საფერავი 2022 (წითელი მშრალი)
>მონტეპულჩიანო 2021 (წითელი მშრალი)
ხემსი: (სტუმარი ირჩევს სურვილისამებრ ერთ-ერთს)
ხორცის დაფა:
*სალიამი,
*საქონლის გამომშრალი ძეხვი,
*ღორის გამომშრალი ძეხვი,
*საქონლის გამომშრალიფილე,
*ჩორიზო.
ყველის დაფა:
*აშმელო (ძროხის ყველი)- ყველი ნახშირიანი ქერქითა და შიგთავსით, დავარგებულია 3 კვირის განმავლობაში
*ბჟა (ძროხის ყველი) – ყველი მოყვითალო მკვრივი ქერქით, 10-კვირიანი დავარგებით
*შალაურის თეთრი (ძროხის ყველი) – რბილი ყველი ნაზი ქერქით, 3-კვირიანი დავარგებით
*ტომ შალაური (ძროხის ყველი) – თეთრი ყველი მკვრივი ქერქით, 8-კვირიანი დავარგებით.
*თელავური (ძროხის ყველი) – ნახშირიანი ქერქით, 3-კვირიანი დავარგებით
*პრესილი(ძროხის ყველი) – საფერავში დავარგებული
ხილის დაფა(სოზონურად):
*მარწვი, ვაშლი, საზამთრო, მსხალი, ბალი, კივი.
ტურის ღირებულება: 1 პერსონა – 80 ლარი