ლოპოტას ჯაზკლუბი – ახალი გამორჩეული სივრცე ჩვენს რეზორტზე.
ამ საინტერესო ადგილს ჯაზის მელოდიები ავსებს. სტუმრებს ჯაზის გამორჩეულ შემსრულებლებთან ერთად ცოცხალი მუსიკის საღამოებით ვმასპინძლობთ.
ჯაზკლუბის შექმნის იდეა წლების წინ ლოპოტას დამფუძნებელს გოგა მაისურაძეს ეკუთვნოდა და პროექტი ერთ-ერთია იმ სიახლეებიდან, რომელიც მისი ჩანაფიქრის განხორციელებას წარმოადგენს.