
შატო ბუერას რთველის ფესტივალი ლოპოტაზე
21 სექტემბერი
21 სექტემბერს, ლოპოტაზე, შატო ბუერას ტრადიციული რთველის ფესტივალი განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გიმასპინძლებთ!
ცოცხალი მუსიკა შატო ბუერას მდელოზე:
– „ინოლა გურგულიას საღამო“ – სიმღერებს კომპოზიტორის ოჯახის წევრები შეასრულებენ: დათო შუღლიაშვილი, ია შუღლიაშვილი, თამარ თოლორდავა, თემურ მაისაშვილი
– ანსამბლი „შავნაბადა“ – ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა
– DJ Live Set
მრავალფეროვანი აქტივობები:
– წელს პირველად, ფესტივალში სხვადასხვა ქართული მეღვინეობა ჩაერთვება – ღვინის გამოფენა-დეგუსტაციით
– სტუმრებს შეეძლებათ ყურძნის კრეფა შატო ბუერას ვენახებში და დაწურვა ტრადიციულ საწნახელში
– წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძები და მასტერკლასები
– საოჯახო ვორქშოპი „ნავების სურვილები“ – Raum Workshop-თან თანამშრომლობით შექმნილი სახალისო და სამახსოვრო აქტივობა ბავშვებისა და მშობლებისთვის, ერთად შეძლებთ საკუთარი ხელით დაამზადოთ პატარა ნავები (თემატურად ღვინის ბოთლის საცობებისგან), მოხატოთ აფრები და ჩაფიქრებულ სურვილებთან ერთად ლოპოტას ტბაში გაუშვათ. (ბავშვების ასაკი 3 წლის ზემოთ)
– გამოფენა „ჩააქრეთ დიდი შუქი“ – ლოპოტას ბუნებით შთაგონებული ახალი, დიდი ფორმატის სანათების ექსპოზიცია, რომელიც 2025 წელს Raum Artspace-ის სივრცეში ჩატარებული გამოფენის პროექტის გაგრძელებაა. ინსტალაციის ავტორები – მარიამ ოდიშელიძე და მარიამ ზარდიაშვილი
►ამავე დღეს, ჯაზკლუბში, 21:30 საათზე გაიმართება :
ლიკუნა თუთისანის ჯაზკვარტეტის კონცერტი
ფესტივალზე დასწრება შეეძლებათ ლოპოტა სპა რეზორტის სტუმრებს.
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
+995 322 400400
reservation@lopotaresort.com