ველოსიპედით სეირნობა
ჩვენთან იმდენი რამ არის სანახავი, რომ ველოსიპედით სეირნობა სასიამოვნო და განწყობის ასამაღლებელ პროცესთან ერთად, თავგადასავალიც კი არის.
ჩაუყევით ტბისპირა ბილიკებს, განაგრძეთ გზა ყვავილების და ბალახების სურნელებით გაჯერებული ველებისკენ, შემოუარეთ ვენახებს და ჩაუქროლეთ საჯინიბოს წინ აღმართლი წაბლის ხეების რიგს.
ვერაფერი შეედრება მზის ჩასვლისას ოქროსფერ სხივებში სეირნობას.
წყლის ველოსიპედები
ტბა ჩვენი რეზორტის უნიკალური და მთავარი ნაწილია - წყლის ველოსიპედით შეგიძლიათ აღმოჩნდეთ ტბის შუაგულში, დატკბეთ თვალწარმტაცი ხედებით, აივსოთ მზის სითბოთი, განიტვირთოთ ჩიტების ჭიკჭიკის და წყლის დამამშვიდებელი ეფექტით. შეგიძლიათ ტბაზე მცხოვრები ჩვენი საყვარელი ფრინველებიც კი გამოკვებოთ, გადაიღოთ დასამახსოვრებელი კადრები.
ლაშქრობა
მოიწყვეთ თავგადასავალი და კიდევ უფრო დაუახლოვდით ველურ ბუნებას ჩვენი ლაშქრობის ტურების საშუალებით. გამოიკვლიეთ საფეხმავლო ბილიკები და აივსეთ შთაბეჭდილებებით. მოიარეთ მრავალფეროვანი ხეებითა და მცენარეებით სავსე ტყე, მთიდან გადმოხედეთ ალაზნის ველის ულამაზეს ბუნებას და ჩაისუნთქეთ ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი, გზად დაათვალიერეთ ისტორიული ღირშესანიშნაობები.
გვაქვს ტურები როგორც დამწყები, ისე გამოცდილი და ექსტრემის მოყვარული მოლაშქრეებისთვის.