ხელოვნების დონემდე აყვანილი კულინარიის მრავალფეროვანი არჩევანი

რესტორნები & ბარები

გმასპინძლობთ სხვადასხვა სივრცეში – ქართული ტრადიციული, საერთაშორისო და თანამედროვე სამზარეულოს კერძების დასაგემოვნებლად.

IKE Asian Fusion

IKE Asian Fusion გამორჩეული ადგილია ეგზოტიკური კერძებით, თანამედროვე ინტერიერით, ღია სივრცით, საკუთარი ტბითა და საცურაო აუზით. IKE იაპონურად პატარა ტბას ნიშნავს, სახელი სწორედ იკეს ტერიტორიაზე მთიდან ჩამომავალი წყლით შექმნილი პატარა ტბის და აზიური სამზარეულოს თანხვედრის გამო შეირჩა. IKE Asian Fusion-ის შეფ-მზარეულების მიერ შექმნილი უგემრიელესი კერძები ნამდვილ კულინარიულ თავგადასავალს მოგიწყობთ. ჩვენთვის პატივია, რომ IKE Asian Fusion-ის ინტერიერს ცნობილი ქართველი თანამედროვე ფერმწერის ანტონ ბალანჩივაძის მიერ ადგილზე შესრულებული მხატვრობა ამშვენებს. IKE Asian Fusion-ის დახურული და ღია სივრცეები ასევე მიმზიდველია ღონისძიებების/ წვეულების გასამართად – მუსიკის შეზღუდვის გარეშე.

კახური კუთხე

კახურ კუთხეში გაცოცხლებულია ძირძველი ქართული სტუმარ-მასპინძლობა კერძებში, სტუმრებზე ზრუნვაში, მუსიკალურ გაფორმებასა თუ ინტერიერის დიზაინში. კახური კუთხე უგემრიელეს ქართულ კერძებს გთავაზობთ. ღია და დახურული სივრცეში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ღია სამზარეულოში თქვენს თვალწინ მომზადებული კერძები, ასევე თონეში იმ წამს ჩაკრული ჩვენი საფირმო შოთი, დატკბეთ მრავალხმიანი ქართული სიმღერით და მიირთვათ უმაღლესი ხარისხის ღვინო. სტუმრებს, რომლებსაც უნიკალური ქართული კერძების დამზადების წესი აინტერესებთ, კახური კუთხის სამზარეულოს გუნდი კულინარიულ მასტერკლასებსაც სთავაზობს.

რესტორანი „ოვალი“

რესტორან „ოვალში“ გთავაზობთ განსაკუთრებულ იტალიურ კერძებს და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ნაზავს. ჩვენი მენიუ სავსეა მადისაღმძვრელი კერძებით და პოპულარობით სარგებლობს ჩვენი დესერტებიც. სიმწვანით, თიხისა და ხის აქცენტებით მოწყობილი ინტერიერი და ღია სივრცე შთამბეჭდავი ხედებით – სტუმრებს მშვიდ და გემრიელ განტვირთვას ჰპირდება.

ძველი ბარი

თავისი მყუდრო ატმოსფეროთი – ძველი ბარი საუკეთესო ადგილია გართობისა და განტვირთვისთვის. მიირთვით ჩვენი გამაგრილებელი კოქტეილები ზაფხულში, ან შეიკრიბეთ ბუხრის პირას ზამთარში.  გაერთეთ სამაგიდო თამაშებით მეგობრებთან ერთად.

დაინინგ ჰოლი

საუზმისთვის, ლანჩისთვის თუ ვახშმისთვის – დღის სამივე მონაკვეთში დაინგჰოლში ფართო არჩევანის შვედური მაგიდა დაგხვდებათ. კერძების სიმრავლე და მრავალფეროვნება ყველანაირი გემოვნების სტუმარს მოაწონებს თავს. ჩვენს კერძებს განსაკუთრებულ არომატს ლოპოტას ბოსტანში მოყვანილი ორგანული პროდუქტები მატებს. ჩვენი შეფმზარეულები ზრუნავენ რათა დღე გემრიელად გაატაროთ. 

Bungalows

აუზის პირას განლაგებული ჩვენი ბუნგალოების ირგვლივ ულამაზესი ხედები იშლება. ისიამოვნეთ ზაფხულში ჩვენი ყინულოვანი კოქტეილებით და ხელოვნური ნისლით გაგრილებული გარემოთი. ეწვიეთ ჩვენს ბუნგალოებს გემრიელად წასახემსებლად.

მწვანე ეზო

ლოპოტა სპა რეზორტი ბიომრავალფეროვან გარემოში მდებარეობს. ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ბუნებას და ვზრუნავთ მასზე, ამავდროულად კი სტუმრებს საშუალებას ვაძლევთ ისიამოვნონ ბუნებაში დროის გატარებით. მწვანე ეზო იდეალური ადგილია – როგორც ღია ცის ქვეშ მეგობრებისა და ოჯახის გარემოცვაში განტვირთვისთვის (პიკნიკის მოსაწყობად, ჩრდილქვეშ ჰამაკში მოსვენებისთვის), ისე დასამახსოვრებელი ღონისძიებების დასაგეგმად. ასევე მწვანე ეზო სეზონურად ფილმების ჩვენების სესიებსაც მასპინძლობს. გაზაფხულის პირველი თბილი დღეები კინოსეზონის დაწყებას მიანიშნებს და სტუმრებს ბუნებაში, კინოჩვენებებზე იწვევს. ჩვენი კინოთეატრი იდეალური მდებარეობით გამოირჩევა: ხასხასა ბალახზე, ფიჭვნარის ჩრდილში სუფთა ჰაერზე.