მომაჯადოებელ გარემოში მდებარე ლოპოტას ტყის სპა იდეალური საშუალებაა განტვირთვისა და ყოველდღიური დაძაბული რიტმისგან დასვენებისათვის. სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის სპეციალურად მოწვეული პროფესიონალთა გუნდი ენერგეტიკული ბალანსის აღდგენაში დაგეხმარებათ. ლოპოტა დეტოქსის პროგრამა აერთიანებს უნიკალურ პროცედურებსა და კვების სპეციალურ რაციონს, რაც უმოკლეს დროში მთლიანად გარდაქმნის თქვენს ორგანიზმს. ინდივიდუალურად შერჩეული პროგრამა დაგეხმარებათ ზედმეტი წონისგან გათავისუფლებაში, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და სხეულისა და კანის სრულ გაახალგაზრდავებაში.

ლოპოტას ტყის სპა

აღმოაჩინე სამოთხე ლოპოტას ტბაზე! ხეობის ფერდობზე, სიმწვანეში ჩაფლული ლოპოტას ტყის სპა საოცნებო ადგილია მათთვის, ვინც გონების და სხეულის განტვირთვისთვის სიმშვიდეში ჩაფლულ გარემოს დაეძებს.

ღია საცურაო აუზები

ჩვენს ღია აუზებში ცურვა და განტვირთვა, დროის ბუნებაში გატარება და ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად გართობა - რას ისურვებდი ამაზე მეტს ზაფხულის ცხელ დღეებში?

დახურული საცურაო აუზი

ზამთრის სუსხიან დღეს, ჩვენს დახურულ აუზში განტვირთვა და თვალწინ გადაშლილი ლოპოტას მარადმწვანე ხეობის ხედებით ტკბობა არაჩვეულებრივი გზაა გაეცალო ქალაქის ხმაურს და დატკბე ნამდვილი სიმშვიდით.

საუნა

საუნა მეტია ვიდრე მხოლოდ მოსასვენებელი ადგილი. ორთქლი სტრესის შემამსუბუქებელი საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და წონის კლებას, ასუფთავებს კანს, ამშვიდებს სახსრებს და აუმჯობესებს ძილს.

ფიტნეს ცენტრი

ხშირი თუ იშვიათი, ვარჯიში აუცილებელია ბედნიერი და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის. იზრუნე საკუთარ სხეულზე, ეწვიე ჩვენს ფიტნეს ცენტრს, გათავისუფლდი სტრესისგან და შეინარჩუნე სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა.

შემოთავაზება

სხეულისა და გონების ერთდროულად განტვირთვაზე სასიამოვნო არაფერია

დაჯავშნე ნებისმიერი პროცედურა 30% ფასდაკლებით!