საბავშვო გასართობი ოთახი

ჩვენი მასპინძლობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია - შეგიქმნათ მაქსიმალური კომფორტი ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას. ლოპოტას საბავშვო კლუბის ღია თუ დახურული სივრცეები სავსეა კაშკაშა ფერებით, სათამაშო ატრაქციებით და ეკო-მეგობრული სათამაშოებით. პატარებს უყვართ აქაურობა და ჩვენს მზრუნველ ძიძებთან ერთად დროს ხალისიანად და უსაფრთხოდ ატარებენ, მშობლებს კი განმარტოების და თავგადასავლების საშუალებას გიქმნით.