თევზაობა

ლოპოტას ტბა წყალსატევისთვის დამახასიათებელი, მდიდარი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა: აქ სახლობს კობრის, ზუთხის, ლოქოსა და სხვა მრავალი ჯიშის თევზი. აიღეთ ანკესი სათავგადასავლო ცენტრში და ტბისპირა ჯიხურებს მიაშურეთ, ან წყლის ველოსიპედიდან დატკბით თევზაობით. გაგიმართლათ? თქვენს ნადავლს კახურ კუთხეში მოგიმზადებენ, ან შეგიძლიათ დაჭერილი თევზი წყალშივე გაუშვათ. ლეგენდის მიხედვით, ლოპოტას ტბის სიღრმეში ბინადრობს გიგანტური ზუთხი, რომელიც მეთევზეებს მაცდური ინტერესით ავსებს.