საჰაერო ტურები

ტური 1 საჰაერო ბუშტი
მოთავსდი საჰაერო ბუშტში და მზად იყავი პირდაპირ ოცნებებისკენ გასაფრენად. ტურის ფარგლებში, სიმაღლიდან შეისწავლი ულამაზეს ლანდშაფტებს, უსაზღვრო ვენახებს, სოფლებსა და მთებს. ეს ტური შესანიშნავია მოკლე დროის მანძილზე კახეთის პეიზაჟების დასათვალიერებლად.

ტური 2 ვერტმფრენი
ისიამოვნე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში სამანქანო გზის ხედებით უსაფრთხო და კომფორტული ვერტმფრენიდან. საჰაერო მოგზაურობა საოცარ ლანდშაფტებს მოგატარებს, სადაც ბუნება ხელშეუხებელია, მთებში კი სოფლებია ჩამალული. როდესაც ვერტმფრენი თუშეთის ეროვნულ პარკში დაჯდება, თვალწინ ომალოს, შენაქოსა და დიკლოს სოფლები გადაიშლება.

ტური 3 თვითმფრინავი
ჩაჯექი თვითმფრინავში და მოემზადე კახეთის მთელი რეგიონის სიმაღლიდან დათვალიერებისთვის. მარშრუტი ალაზნის ხეობიდან იწყება და კავკასიონის დათოვლილ მწვერვალებამდე გრძელდება. მზად იყავი ფრენის საოცარი თავგადასავლისთვის!