საექსპედიციო ტურები

ტური 1
ვაშლოვანის ეროვნული პარკი აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს და 10143 ჰექტარზეა გადაჭიმული. ტერიტორიის დაახლოებით ნახევარი ტყეებით, მდინარეებით, ხეობებითა და სტეპებით არის დაფარული. ნაკრძალი სხვადასხვა სახეობის ფრინველების, ქვეწარმავლებისა და თევზების სახლ-კარია. ტურის ფარგლებში, მოინახულებ შთამბეჭდავ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს ნაკრძალის ტერიტორიაზე, მათ შორის ვაშლოვანის უდაბნოს თვალწარმტაც ხედს.

ტური 2
თუშეთი, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, საყოველთაოდ ცნობილია ალპური მდელოებით, თვალწარმტაცი ხედებითა და უნიკალური შუასაუკუნის არქიტექტურით.
გაემგზავრე თუშეთში ორდღიან ჯიპ ტურზე და აღმოაჩინე საქართველოს კავკასიონის ნამდვილი საგანძური. პირველ დღეს გაივლი აბანოს უღელტეხილს, რომელიც ზღვის დონიდან 2850 მეტრზე გადის და ევროპაში ყველაზე მაღალი უღელტეხილია სამანქანო გზისთვის. თუშეთის ადმინისტრაციულ ცენტრ ომალოში ჩასვლის შემდეგ, მოინახულებ გომეწრის ველსა და მიმდებარე სოფლებს. მეორე დღეს გაემგზავრები სოფელ დიკლოსა და შენაქოში, შუადღისას კი ჩვენს ტერიტორიაზე დაბრუნდები.