კულტურული ტურები

ტური 1
ტურის ყველა დანიშნულების ადგილი ალაზნის ველზე მდებარეობს. პირველი ადგილი გრემის ტაძარია, რომელიც 1565 წელს აშენდა. გრემის ტაძარი ისტორიული ნაგებობაა, სადაც კახეთის მეფის სარეზიდენციო კომპლექსი და ისტორიული არტეფაქტები შემორჩა. შემდეგ გადავინაცვლებთ ნეკრესში - კახეთის ისტორიულ ქალაქსა და ტაძარში. ქალაქი დაარსდა ძველი წელთაღრიცხვით I–II საუკუნეში, ხოლო ტაძარი - IV საუკუნეში. ტურის ბოლო დანიშნულების ადგილი ღვინის საწარმოა, სადაც მეტს გაიგებ ღვინის ისტორიის შესახებ და რა თქმა უნდა, დააგემოვნებ უგემრიელეს ღვინოს.

ტური 2
ტური კახეთის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში გაიმართება. თავდაპირველად, მოვინახულებთ საქართველოს ისტორიულ და ერთ-ერთ უდიდეს საკათედრო ტაძარს - ალავერდს, რომელიც XI-ე საუკუნეშია აშენებული. მტრების შემოსევისას, ტაძარი რამდენჯერმე განადგურდა, თუმცა კახეთის მეფეებმა მას თავდაპირველი სახე დაუბრუნეს. შემდგომ თელავში გადავინაცვლებთ და შუამთის ქალთა მონასტერს მოვინახულებთ. თელავი, კახეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი და საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. თელავსა და წინანდალში მოვინახულებთ მეფე ერეკლე II-ს და ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებს. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ასევე ვიხილავთ ერთ-ერთ უძველეს ღვინის მარანს.