კვადრო ტურები

კახეთის ულამაზესი ლანდშაფტების მონახულების უამრავი გზა არსებობს, მაგრამ კვადროციკლით - მხოლოდ ჩვენთან! კვადრო ტურები ალაზნის ველზე, კოხტას წმინდა მარიამის ეკლესიასთან, დიდხევის ველზე თუ გრემის მონასტერში ერთდროულად მოიცავს ექსტრიმს, კახეთის მომაჯადოებელი პეიზაჟების დათვალიერებას და ისტორიული ღირსშესანიშნაობების შესწავლას, რაც მართლაც დასამახსოვრებელი თავგადასავალია! ჩვენ ნებისმიერ რელიეფზე მოსიარულე, სამი სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილი გვყავს: BRP Can-Am Outlander 450L Max, BRP Can-Am Commander 800 and BRP Can-Am DS90.

ტური 1
კვადრო ტური, რომელიც თვალწარმტაცი ტყეებით გარშემორტყმულ მდელოებზე გადის, საუკეთესოა დამწყებთათვის. ტურის ფარგლებში, გზად ორი ისტორიული ეკლესია შეგხვდება.

ტური 2
მეორე კვადრო ტური შედარებით რთულია - გზა ტყეში მდინარეების ნაპირს მიუყვება. თვალწარმტაცი ბუნებრივი ლანდშაფტები იდეალურ ფონს ჰქმნის მთელი ტურის განმავლობაში.

ტური 3
ერთად დავიწყოთ მხიარულებით და ემოციებით სავრე მოგზაურობა! გზა კოხტას წმინდა მარიამის ეკლესიამდე სტორის ხეობას მიუყვება. ტური, რომლის ფარგლებშიც მდინარეს სამ ადგილას გადაკვეთ, საშუალო სირთულისაა.

ტური 4
ექსტრიმით სავსე ტური იდეალურია გამოცდილი მძღოლებისთვის. რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობის, გრემის მონასტრისკენ მიმავალ მარშრუტზე, გზად კახეთის პეიზაჟების ბუნებრივი სილამაზით დატკბები.