IKE ASIAN FUSION

IKE Asian Fusion გამორჩეული ადგილია ეგზოტიკური კერძებით, თანამედროვე ინტერიერით, ღია სივრცით, საკუთარი ტბითა და საცურაო აუზით. IKE იაპონურად პატარა ტბას ნიშნავს, სახელი სწორედ იკეს ტერიტორიაზე მთიდან ჩამომავალი წყლით შექმნილი პატარა ტბის და აზიური სამზარეულოს თანხვედრის გამო შეირჩა. IKE Asian Fusion-ის შეფ-მზარეულების მიერ შექმნილი უგემრიელესი კერძები ნამდვილ კულინარიულ თავგადასავალს მოგიწყობთ. ჩვენთვის პატივია, რომ IKE Asian Fusion-ის ინტერიერს ცნობილი ქართველი თანამედროვე ფერმწერის ანტონ ბალანჩივაძის მიერ ადგილზე შესრულებული მხატვრობა ამშვენებს. IKE Asian Fusion-ის დახურული და ღია სივრცეები ასევე მიმზიდველია ღონისძიებების/ წვეულების გასამართად - მუსიკის შეზღუდვის გარეშე.