მწვანე ეზო

გაატარე დაუვიწყარი დრო ხელშეუხებელ ბუნებაში! მწვანე ეზო იდეალური ადგილია როგორც ღია ცის ქვეშ მეგობრებისა და ოჯახის გარემოცვაში განტვირთვისთვის, ასევე დასამახსოვრებელი ღონისძიებების დასაგეგმად. წათვლიმე ჩრდილქვეშ ჰამაკში, შეიგრძენი და ისიამოვნე ტყის სუფთა ჰაერით. მწვანე ეზო სეზონურად, ბავშვებისთვის ღია სივრცეში ფილმების ჩვენების სესიებსაც მასპინძლობს, რათა პატარების სტუმრობა ლოპოტას ტბაზე კიდევ უფრო სახალისო გახდეს.