კახური კუთხე

თუ უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნება გსურთ, კახურ კუთხეს გვერდით ვერ ჩაუვლით. ღია სამზარეულოში თქვენ თვალწინ მომზადებული, ქართული სამზარეულოს შედევრები და თონეში იმ წამს ჩაკრული შოთი, რეგიონისთვის დამახასიათებელი ინტერიერის დიზაინი და კახური სტუმარმასპინძლობის ძირძველი ტრადიცია იმ უნიკალურ გარემოს ქმნის, რომელიც თავს ხშირად მოგანატრებთ. სტუმრებს, რომლებსაც უნიკალური ქართული კერძების დამზადების წესი აინტერესებთ, კახური კუთხის სამზარეულოს გუნდი კულინარიულ მასტერკლასებსაც სთავაზობს.