დაინინგ ჰოლი

საუზმისთვის, ლანჩისთვის თუ ვახშმისთვის - დღის სამივე მონაკვეთში დაინგჰოლში ფართო არჩევანის შვედური მაგიდა დაგხვდებათ. კერძების სიმრავლე და მრავალფეროვნება ყველანაირი გემოვნების სტუმარს მოაწონებს თავს. ჩვენს კერძებს განსაკუთრებულ არომატს ლოპოტას ბოსტანში მოყვანილი ორგანული პროდუქტები მატებს. ჩვენი შეფმზარეულები ზრუნავენ რათა დღე გემრიელად გაატაროთ. დაიწყეთ დილა გემრიელი საუზმით, შეარჩიეთ სხვადასხვა ვარიაცია - ახალი პურისა და ფუნთუშეულის ფართო ასორტიმენტით, ჰაეროვანი კრუასანებითა და ხრაშუნა ბაგეტებით, ან ჩვენი ჩირის, თხილეულის, მუსლისა და გრანოლას მიქსით, შეგიძლიათ არჩევანი ახალ ბოსტნეულსა და ხილზე შეაჩეროთ, ასევე აირჩიოთ ჩვენი რვა ცხელი კერძიდან თქვენთვის სასურველი, ჩვენს ბუფეტში ყველას გემოვნებისთვის მოიძებნება რაიმე - მრავალფეროვანი ძეხვეულითა და ყველით დაწყებული, შინაური მურაბებით, კრეპებითა თუ ვაფლის საცხობით დამთავრებული. სადილი და ვახშამი უგემრიელესი კერძების გულუხვ არჩევანს გთავაზობთ: ჯანსაღ წვნიანებსა და მთავარ კერძებს, დამზადებულს თევზით, ქათმის და საქონლის ხორცით, ბოსტნეულითა და მარცვლეულით. ჩვენს სალათის ბარში ექვსნაირ სალათს იპოვით, ცოცხალი ბოსტნეულისა და სეზონური ხილის ფართო არჩევანთან ერთად. ტკბილეულს ისურვებდით? გასინჯეთ ჩვენი უგემრიელესი დესერტები. ჩვენ ასევე ყოველთვის ვამზადებთ განსაკუთრებულ კერძებს ჩვენი პატარა სტუმრებისათვის.