თავგადასავლები

ახალი გამოცდილებისა და შეგრძენების შესაძენად ლოპოტას სათავგადასავლო ცენტრი გთავაზობთ სხვადასხვა ტურებსა და აქტივობებს! გადახედეთ დეტალურად ჩვენს ტურებს.

საჰაერო ტურები

ტური 1 საჰაერო ბუშტი
მოთავსდი საჰაერო ბუშტში და მზად იყავი პირდაპირ ოცნებებისკენ გასაფრენად. ტურის ფარგლებში, სიმაღლიდან შეისწავლი...

მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები

შეუთავსე ერთმანეთს დასვენება და აქტიური, ჯანსაღი ცხოვრების წესი. ფეხბურთის და კალათბურთის ღია მინი-მოედნები სუფთა ჰაერზე - გუნდური სპორტით დაკავების საუკეთესო შესაძლებლობას გაძლევთ.

საბავშვო გასართობი ოთახი

ჩვენი მასპინძლობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია - შეგიქმნათ მაქსიმალური კომფორტი ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას. ლოპოტას საბავშვო კლუბის ღია თუ დახურული სივრცეები სავსეა კაშკაშა ფერებით, სათამაშო ატრაქციებით და ეკო-მეგობრული სათამაშოებით. პატარებს უყვართ აქაურობა.

წყლის ველოსიპედები

ტბა ჩვენი რეზორტის უნიკალური და მთავარი ნაწილია - წყლის ველოსიპედით შეგიძლიათ აღმოჩნდეთ ტბის შუაგულში, დატკბეთ თვალწარმტაცი ხედებით, აივსოთ მზის სითბოთი, განიტვირთოთ ჩიტების ჭიკჭიკის და წყლის დამამშვიდებელი ეფექტით.

ველოსიპედით სეირნობა

ჩვენთან იმდენი რამ არის სანახავი, რომ ველოსიპედით სეირნობა სასიამოვნო და განწყობის ასამაღლებელ პროცესთან ერთად, თავგადასავალიც კი არის.

თევზაობა

ბავშვებთან, მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად, ლოპოტას ტბის პირას თევზაობა და თვალწინ გადაშლილი კავკასიონის ხედებით

ღვინის ტურები

შატო ბუერაში მეღვინეობის უძველეს ტრადიციებს თანამედორვეობაში ვაცოცხლებთ - გთავაზობთ, ჩვენი ტურების საშუალებით თავად გაეცნოთ ღვინის დამზადების მრავალწლიან, უნიკალურ მეთოდს და დააგემოვნოთ ღვინო პროფესიონალ სომელიესთან ერთად.

კვადრო ტურები

კვადრო ტურები ერთდროულად მოიცავს ექსტრემს, კახეთის მომაჯადოებელი პეიზაჟების დათვალიერებას და ისტორიული ღირსშესანიშნაობების შესწავლას, რაც მართლაც დასამახსოვრებელი თავგადასავალია. შეიგრძენით ადრენალინის მოზღვავება და შეისწავლეთ ლოპოტას მიმდებარე ტერიტორია.

საცხენოსნო ტურები

აივსეთ სიმშვიდითა და ბედნიერებით ჩვენს ულამაზეს ბუნებაში ცხენზე ჯირითით. გთავაზობთ სხვადასხვა ხანგრძლივობის და სირთულის საჯირითე მარშრუტს, როგორც კომპლექსის ტერიტორიაზე, ისე მის მიღმა. დატკბით ალაზნის ველის ხედებით ცხენით სეირნობისას.

ლაშქრობა

მოიწყვეთ თავგადასავალი და კიდევ უფრო დაუახლოვდით ველურ ბუნებას ჩვენი ლაშქრობის ტურების საშუალებით.

საექსპედიციო ტურები

ისტორიის, კულტურისა და ბუნების მოყვარულებისთვის აღმოსავლეთ საქართველოში უამრავი საინტერესო გამოცდილების მიღებაა შესაძლებელი. ჩვენი საექსპედიციო ტურები მოსანახულებელი ადგილების შთამბეჭდავ ნუსხას გთავაზობთ.

დაჯავშნის ფორმა

გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ფორმა, რის შემდეგაც ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ფორმის შევსება არ ნიშნავს დაჯავშნის დადასტურებას.