ჰაიკინგი, როგორც ცხოვრების წესი

თანამედროვე მსოფლიოში ჰაიკინგი სპორტისა და დასვენების ერთ-ერთი პოპულარული ფორმაა. ბუნებასთან ურთიერთობა, დასვენება და განტვირთვა, პლუს ფიზიკური მომზადება და ვარჯიში – ჰაიკინგი ბევრისთვის დღეს ცხოვრების წესად იქცა. ჰაიკინგი მთაში სიარული არ გეგონოთ, მთაში სიარული – ალპინიზმია. ჰაიკინგი კი ლაშქრობის ერთ-ერთი სახეობაა, მაგრამ ბევრად მარტივი, ვიდრე ალპინიზმი.

ჰაიკინგი, როგორც ლაშქრობის სახეობა, ამერიკიდან წამოვიდა და შემდეგ ევროპაშიც დამკვიდრდა. ერთ-ერთ ი სახეობაა იმიტომ, რომ კლასიკური ლაშქრობისგან განსხვავებით, რომელიც ერთ ან რამდენიმე დღეს გასტანს ხოლმე, ჰაიკინგის აუცილებელი პირობა იმ დღესვე სახლში დაბრუნებაა, ღამის თევის გარეშე. ანუ, ჰაიკინგისთვის არც შვებულება გჭირდებათ და არც შაბათ-კვირა. მთავარია დრო ისე გაანაწილოთ, რომ რამდენიმე საათი თქვენს ფიზიკურ და სულიერ გაჯანსაღებას დაუთმოთ. საფეხმავლო მოგზაურობა ბუნებაში, პარკში, დაცულ ტერიტორიაზე, სპეციალურ გზებსა და ბილიკებზე თქვენგან მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა აქაც გარკევული წესებია, რომლის დაცვასაც ნამდვილად გირჩევთ:

<strong>რჩევა # 1 – სწორად აარჩიეთ მარშრუტი </strong>

მარშრუტები, როგორც წესი, სამ კატეგორიად იყოფა: მარტივ, საშუალო და რთულ ბილიკებად. დამწყები მოსიარულე, რა თქმა უნდა, რთულ ბილიკზე არ მიჰყავთ ხოლმე. რთული ბილიკის დასაძლევად საშუალო სირთულის მარშრუტი მინიმუმ სამჯერ მაინც უნდა გაიაროთ. ამის შემდეგ კი, უკვე შეგიძლიათ რთული ბილიკები დალაშქროთ.

<strong>რჩევა # 2 – შეიძინეთ კარგი ეკიპირება</strong>

ჰაიკინგისთვის ხარისხიანი ეკიპირება საკმაოდ ძვირიანი სიამოვნებაა, თუმცა გახსოვდეთ, რომ ამ ნივთების ყიდვა ერთჯერადად ხდება, ამიტომ ხარისხის ხარჯზე ეკონომიის გაჯეთებას არ გირჩევთ. ერთხელ ნაყიდი ხარისხიანი ეკიპირება შეგიძლიათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოიყენოთ. გაითვალისწინეთ, რომ ტანსაცმელი უნდა იყოს თავისუფალი; ფეხაცმელი – სპორტული და მაღალძირიანი; სპორტულ ფეხსაცმელში არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმევა კედები, რადგანაც თხელ ძირიანია. ზოგიერთები უპირატესობას ტყავის მაღალყელიან ბათინკებს ანიჭებენ.

<strong>რჩევა #3 – თან იქონიეთ აუცილებელი ნივთები</strong>

ზურგჩანთა, წყალი პლასტმასის ბოთლში ან მათარაში, მზისგან დამცავი კრემი პირველადი დახმარების მედიკამენტები – ესაა ნივთების ჩამონათვალი, რომელიც ჰაიკინგის დროს გამოგადგებათ.
ზურგჩანთა უნდა იყოს მსუბუქი;
მათარა უნდა იყოს მეტალიური, რათა უკეთ შეინარჩუნოს ტემპერატურა. თერმოსები და ადვილად ტეხვადი ნივთები ჰაიკნგისთვის მიზანშეწონილი არ არის.

მზისგან დამცავი კრემი – გახსოვდეთ, რომ ბუნებაში ადამიანი გაცილებით სწრაფად და ინტენსიურად ირუჯება, ამიტომ აუცილებელია სახეზე მზისგან დამცავი კრემი წაისვათ. სიარულისას კანი შეიძლება ისე დაგეწვათ, რომ ვერც კი იგრძნოთ. თუკი თქვენი მარშრუტი მთაზე ან მაღლობზე გადის, კრემი დღის განმავლობაში ორჯერ მაინც უნდა წაისვათ. მზისგან დამცავი კრემი წელიწადის ნებისმიერ დროს უნდა წაისვათ.
მზის სათვალე – თუ ამ აქსესუარს ხმარობთ.

პირველადი დახმარების მედიკამენტები სასურველია პატარა ჯიბეში ან კოლოფში მოათავსოთ, მაინც ყოველი შემთხვევისთვის თან იქონიოთ პლასტირი და თუ ალეგრიული ხართ, ანტიჰისტამინური საშუალება.

თუ ლაშქრობაში მთელი დღით მიდიხართ, თან წაიღეთ საკვები, სასურველია მშრალი და ისეთ შეხვევაში, რომელიც ნაკლებად დაგამძიმებთ. წასახემსებლად ძალიან კარგი ვარიანტია ტრადიციული ქართული ჩურჩხელა, რომელიც გემრიელის გარდა ბევრ ჯანმრთელ კალორიებსაც უხვად შეიცავს. სასურველია თან იქონიოთ წყალგაუმტარი თხელი ქურთუკი და ერთი ხელი გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ყოველი შემთხვევისთვის. განსაკუთრებით, თუ ამინდის ცვალებადობაა მოსალოდნელი, ან თუ თქვენი მარშრუტი მთელ დღეს გასტანს.

გაითვალიწინეთ : თუკი თქვენს მარშრუტზე ბაიკერები ან ველოსპორტსმენები შეგხვდებიან, გზა თქვენ უნდა დაუთმოთ. მოგეხსენათ, მოტო და ველო სიჩქარე ფეხმავალ ათასჯერ აღემატება, ამიტომ გვერდზე გაწევა და გზის დათმობა თქვენთვის გაცილებით უფრო ადვილია. იგივე წესი მოქმედებს ცხოველებთან მიმართებაშიც, თუკი თქვენს მარშრუტზე ცხენების რემა, ძროხების ჯოგი ან ცხვრების ფარა შემოგხვდათ, უბრალოდ გვერდით გაიწიეთ და გაატარეთ. ნუ შეგეშინდებათ, ეს ცხოველები მშვიდობის მოყვარენი და სრულიად უწყინარნი არიან.

„ლოპოტა სპა რეზორტი“ ჰაიკინგისთვის იდეალური ადგილია. კომპლექსს გარს ტყე აკრავს, სადაც დღის ნებიმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ გაეშუროთ და რამდენიმე საათი სეირნობაში გაატაროთ, ხოლო თუ უფრო სერიოზული ლაშქრობისთვის ემზადებით, გირჩევთ, ჩვენს სათავგადასავლო ცენტრს მიაკითხოთ, აქ ყველა თქვენს კითხვაზე გიპასუხებენ და კვალიფიციურ მომსახურებასაც გაგიწევენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *