შატო ბუერა

შატო ბუერას სასახლეში - ჩვენს რესტორანში, ლაუნჯის მყუდრო სივრცეში ან ღია ტერასაზე - შეგიძლიათ დააგემოვნოთ ჩვენი შეფმზარეულების მომზადებული ღვინოზე მორგებული, უგემრიელესი კერძები და ადგილობრივი წარმოების ღვინო . ასევე შეგიძლიათ დაგეგმოთ წვეულებები და ღონისძიებები.

შატო ბუერას რესტორანი

შატო ბუერას რესტორნის მომხიბლავი შიდა სივრცე იდეალური ადგილია, როგორც წვეულებებისთვის, ისე მყუდრო სადილებისთვის. დახვეწილი ღვინო იდეალურად ერწყმის უგემრიელეს კერძებს. ცოცხალი მუსიკის თანხლებით ულამაზეს გარემოში შეძლებთ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
ტევადობა 120 ადამიანი

შატო ბუერას ტერასა

შატო ბუერას ტერასაზე დახვეწილი ღვინისა და უგემრიელესი კერძების დაგემოვნებისას შეძლებთ დატკბეთ კავკასიონის ქედზე მზის ჩასვლის შთამბეჭდავი ხედებით.

შატო ბუერას ლაუნჯი

შატო ბუერას ლაუნჯი დამატებითი მყუდრო და ელეგანტური ადგილია - კომფორტული, იზოლირებული მცირე შეკრებებისთვის - ბარით, ტერასით და პანორამული ხედებით. აქვეა სპეციალური სივრცე, რომელიც თავისი ინტერიერითა და სიმყუდროვით საუკეთესო არჩევანია ღვინის ვორქშოფებისთვის და შესაბამისი მიმართულების ლექციებისთვის.

დაჯავშნის ფორმა

გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ფორმა, რის შემდეგაც ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ფორმის შევსება არ ნიშნავს დაჯავშნის დადასტურებას.