შატო ბუერა

შატო ბუერა ღვინის მოყვარულთა კერაა. სახასიათო ექსტერიერის დიზაინით, შატო თანამედროვე აქრიტექტურის გამორჩეული ნიმუშია, რომლის კედლებს მიღმა უძველესი ქართული ღვინის წარმოების ტრადიციები ინახება. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი ღვინო და დატკბენ კავკასიონის თვალისმომჭრელი ხედებით, დაათვალიერონ ღვინის მარანი და გასინჯონ უგემრიელესი ქართულ-ევროპული სამზარეულო. შატო ბუერა ასევე საოცნებო ადგილია შთამბეჭდავი ღონისძიებების დასაგეგმად და განსაკუთრებული თარიღების აღსანიშნად.

შატო ბუერას რესტორანი

უგემრიელესი სამზარეულო, ადგილობრივი უმაღლესი ხარისხის ღვინო, ინტერიერის გამორჩეული დიზაინი და ფონური კლასიკური მუსიკა – შატო ბუერა ამ ყველაფერს ერთად გპირდებათ!

შატო ბუერას ტერასა

არაფერი შეედრება საყვარელ ადამიანებთან ერთად შატო ბუერას ტერასაზე უგემრიელესი ღვინის დაგემოვნებისას კავკასიონის მთებს მიღმა ჩამავალი მზის სხივებით ტკობას!

შატო ბუერას ლაუნჯი

ეწვიე მეგობრებთან ერთად შატო ბუერას ლაუნჯს, დააგემოვნე ნარჩევი, უმაღლესი ხარისხის სასმელი განსაკუთრებულ გარემოში და დატკბი ადგილობრივ ვენახებსა და კავკასიონზე გადაშლილი პანორამული ხედებით.

დაჯავშნის ფორნა

გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოყვანილი ფორმა, რის შემდეგაც ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ ფორმის შევსება არ ნიშნავს დაჯავშნის დადასტურებას.