2008

ლოპოტა სპა რეზორტი 2008 წელს დაარსდა როგორც შვიდოთახიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო. სამომავლო განვითარების გეგმის განხორციელება ბევრს უტოპიად ეჩვენებოდა, თუმცა სკეპტიციზმის მიუხედავად, მკაფიო და გრეძელვადიანი ხედვების მქონე ლოპოტა სპა რეზორტის დამფუძნებელმა, გოგა მაისურაძემ ხორცი შეასხა იდეას და შექმნა საამაყოდ დამოუკიდებელი ქართული ბრენდი.

2011-2013

რეზორტი ყოველდღიურად ვითარდებოდა და იზრდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ტერიტორიას ღია და დახურული აუზები, მინი გოლფის მოედანი, ჩოგბურთის კორტები, სათავგადასავლო ცენტრი და არაერთი სხვა გასართობი საშუალება დაემატა როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. საბოლოოდ, ლოპოტა სპა რეზორტმა ქვეყნის მასშტაბით სახელი გაითქვა როგორც მოწინავე პრემიუმ კლასის რეზორტმა საქართველოში.

2017-2019

2019 წელს, განხორციელდა დიდი ხნის ჩანაფიქრი და ლოპოტას ტბას შატო ბუერა შეემატა, რომელიც გახსნის დღიდან ღვინის მოყვარულთა ნამდვილ კერად აიქცა. დღეს, შატო, სადაც უმაღლესი ხარისხის ღვინო მზადდება, დედამიწის ყველა კუთხიდან ჩამოსული სტუმრის საყვარელი ადგილია.

2020

ბუნებრივი ტბის გარშემო გაშენებული ლოპოტა სპა რეზორტი დღესდღეობით 186 ოთახს აერთიანებს, რომელიც ტბის გარშემო 14 შენობაშია განაწილებული. რეზორტის უზარმაზარი დახურული ტერიტორია მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, საუნასა და ჯაკუზის, ფიტნეს ცენტრს, სხვადასხვა სახის რესტორნებს, ღია ბუნგალოებს და ბარებს, კალათბურთის და ხელბურთის კორტებს, მინი გოლფის მოედანს, სათევზაო სივრცეს და საჯინიბოს, ლოპოტას ტყის სპას, შატო ბუერას და არაერთ სხვა გასართობ საშუალებას როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

ყველაფერი წინაა

ლოპოტა სპა რეზორტი სამომავლოდ კვლავ განაგრძობს გაფართოებას. უახლოეს მომავალში ტერიტორიას ბიზნეს სასტუმრო, პროფესიონალური ჩოგბურთის ღია და დახურული კორტები, აკვა პარკი, ჯაზ კლუბი, ლუდსახარში, თევზის რესტორანი და არაერთი სხვა მასშტაბური სივრცე დაემატება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ლოპოტა სპა რეზორტის პოზიციას, როგორც მოწინავე რეზორტი როგორც საქართველოში და რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.